ჩაი როგორც მკურნალი


ჩაი – კბილების მკურნალი
https://lh6.googleusercontent.com/-F4G4FRsBbbE/Tyv8e8eriuI/AAAAAAAABT8/MInA9BrVqQs/s316/70897532_1298108768_63_2.jpgბრიტანელმა სტომატოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაი კბილებს დაშლისაგან იცავს. მასში შემავალი ნივთიერებები კბილების ნალექში ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს და ამცირებს მათ მიერ იმ მჟავის გამოყოფას, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. ამ მხრივ ეფექტურია, როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაი. ჩაიში ბევრია ფტორი, ხოლო რძიანი ჩაი კბილის გამაგრებისთვის საჭირო კალციუმსაც შეიცავს. ამასთანავე, მისი ზემოქმედებით ითრგუნება იმ ბაქტერიული ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც შაქარს წებოვან ნივთიერებად გარდაქმნის და კბილებზე ნაფიფქს აჩენს.
წყარო:janmrtelobainfo.ge


ჩაი – ყველაზე სასარგებლო სასმელი
ჩაის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი.
განსაკუთრებით ხშირად მწვანე ჩაის სიკეთეზე ლაპარაკობენ,
თუმცა მას არც შავი ჩაი ჩამოუვარდება,
 განსაკუთრებით, თუ შავ ჩაის რძესაც
 შეურევთ. ახალმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რძიანი
შავი ჩაი კარგი საშუალებაა გულის პრობლემების
პროფილაქტიკისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს
ძვლების გამაგრებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.
ლონდონის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის სკოლის ბრიტანელი პროფესორი, ფიტოქიმიის
 სპეციალისტი სიმონ გიბსონი აღნიშნავს, რომ დღეში სამი ახლადდაყენებული ფინჯანი ჩაი,
დაიცავს და შეუნარჩუნებს ჯანმრთლეობას ადამიანს.
მისივე თქმით ასეთი უბრალო რიტუალით შესაძლებელია ადამიანის გადარჩენა საშინელი
დაავადებისგან, როგორიცაა ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნეები და სხვადასხვა ინფექციები.
შავი ჩაი სასარგებლოა ასაკოვანი ქალბატონებისთვისაც. ასაკის მატებასთან ერთად მათი
ძვლები სულ უფრო მყიფე ხდება, დღეში ოთხი ფინჯანი შავი ჩაის დახმარებით კი ძვლებს
სიმტკიცე შეემატებათ. საერთოდ, მეცნიერები ოპტიმალურ დღიურ ნორმად 3-8 ფინჯან ჩაის
მიიჩნევენ და თუ ჩაის კარგ კომპანიაშიც მიირთმევთ, ეს მთელ დღეს გაგიხალისებთ.
მწვანე ჩაი განწყობას აუმჯობესებს, შრომისუნარიანობასა და ამტანობას ამაღლებს,
აზროვნებას აფხიზლებს, კონცენტრაციასა და აქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნას
ეხმარება, მატებს ძალას, ხსნის დაღლას, გახდომასა და
ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ეხმარება
წყარო :mpharma.ge

ჩაის სარგებლიანობაგაგზავნის გვერდიამოსაბეჭდი ვერსია
altევროპელმა ექიმებმა ჩაის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს.
1641 წელს, ჰოლანდიელმა ექიმმა ნიკოლს დერეკმა თავის მეცნიერული კვლევებზე დაფუძნებით განაცხადა რომ არცერთ სხვა მცენარეს არ გააჩნდა მსგავსი ღირშესანიშნავი თვისებები და რომ ჩაის სმის ჩვევა იცავს ხალს ყველა სახის დაავადებებისაგან და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
1678 წელს მეორე ჰოლანდიელმა ექიმმა კორნელის ბონტეკომ გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი “ჩაი – ეს შესანიშნავი სასმელი”,  სადაც მან ჩამოთვალა ჩაის შემდეგი სასარგებლო თვისებები:

ჩაის ძალა;  გამაჯანსაღებელი; მასტიმულირებელი;შარდმდენი; ალკალაინური; სასარგებლო.

ჩაის ძალა

ჩაის შემდეგი თვისებები გააჩნია:
  • ასუფთავებს სისხლს
  • ხელს უშლის ცუდ სიზმრებს
  • ეხმარება გონებას ბნელი ფიქრებისაგან გათავისუფლებაში
  • კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს
  • შესანიშნავი წამალია გაციების დროს
  • აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში
  • კურნავს სურდოს
  • აუმჯობესებს მხედველობას
  • ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისაგან
  • კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს
  • ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას
  • აფხიზლებს
  • ხელს უწყობს აზროვნებას
  • ააქტიურებს და მატებს ენერგიას
  • ამხნევებს
  • ეხმარება შიშის დაძლევაში
  • ასუსტებს ძლიერ ტკივილებს
  • აძლიერებს შინაგან ორგანოებს
  • აძლიერებს მეხსიერებას
  • წმინდავს ნაღველს
  • აძლიერებს სექსულაურ ენერგიას
  • კლავს წყურვილს
წყარო: geo-tea.ge


No comments:

Post a Comment