ჩაის სახეობები



მწვანე ჩაი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, იგი ძალზე სასიამოვნო ფერით, ღია მწვანეთი ხასიათდება და კოფეინისა და Р დაС ვიტამინების შემცველობის გამო მისი მატონიზირებელი მოქმედება ორგანიზმზე ძალზე განსხვავდება იმ ეფექტისგან, რომელსაც ყავა და ალკოჰოლური სასმელები იწვევენ. ალკოჰოლი ხომ ძალიან აღაგზნებს ნერვულ სისტემას და შემდეგ მის დათრგუნვას იწვევს, მწვანე ჩაი კი შემდგომი დათრგუნვის გარეშე გვამხნევებს, ზომიერად.
როგორც წესი, ტანინების შემცველობა მწვანე ჩაიში გაცილებით მეტია, ვიდრე შავ ჩაიში, რადგანაც ეს მთრიმლავი ნივთიერებები თითქმის არ გადიან დაჟანგვის პროცესს, მაშინ, როცა, შავ ბაიხის ჩაიში ტანინების 40-50% დაჟანგულია. და კიდევ: მაღალი ხარისხის ჩაიში ტანინები მეტია, ვიდრე დაბალში.
მწვანე ჩაის საწარმოო ნედლეული 2-3 ფოთლიანი ახალგაზრდა ყლორტებია (დუყები), თუმცა შავი ჩაისგან განსხვავებით, მწვანეში მინიმუმამდეა დაყვანილი ფერმენტაცია და ჩაის “გამოყვანა”. მწვანე ჩაის შემთხვევაში ყველანაირად ცდილობენ თავიდან აიცილონ დაჟანგვის პროცესები. ტექნოლოგიის ძირითადი შემადგენელი ეტაპებია - ფიქსაცია, დახვევა, გამოშრობა ან მოხალვა, რითაც მაქსიმალურად ინარჩუნებენ ქორფა ყლორტების ბუნებრივ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მასში კატეხინებისა და ვიტამინების (რომელიც 5-6-ჯერ მეტია, ვიდრე შავ ჩაიში) თითქმის სრული მოცულობა ნარჩუნდება, ხოლო ტანინები ბიოლოგიური თვალსაზრისით შავზე უფრო აქტიურები არიან, რადგან დაუჟანგავი ფორმით არსებობენ.
ფიქსაციის (ორთქლში გატარების) დროს ფერმენტების ინაქტივაცია ხდება, ანუ სიქორფის სურნელი ქრება, ფოთოლი მოქნილი ხდება და ადვილად იხვევა. ორთქლში გატარება 95 - 100°С-ზე ხდება (2-3 წუთის განმავლობაში) სპეციალურ საორთქლ აპარატებში ან საფიქსაციო აგრეგატებში. თუკი პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ფოთოლი დაკარგავს მწვანე ფერს და ტკბილ არომატს. პროცესის ნაადრევი შეწყვეტის შემდეგ კი ჩაი მწარე გამოდის, მიწისფერით.
როგორც კი ფოთლები დარბილდება, მას გარკვეული დროის მანძილზე ჰაერზე აშრობენ და შემდეგ სპეციალური დანადგარის მეშვეობით ახვევენ. მწვანე ჩაის დამუშავების საბოლოო ეტაპია გამოშრობა (გამოშრობისას ჩაის არ ურევენ) ან მოხალვა (რომლის დროსაც ჩაის განუწყვეტლივ ურევენ). გამომშრალ ან მოხალულ ჩაის ფოთლებში 4%-ზე მეტი ტენი არ უნდა დარჩეს. ამ ფაზაზე ხდება ჩაის ფერის, არომატისა და სასარგებლო ნივთიერებების სტაბილიზება. ტექნოლოგიის მიხედვით, ჩაის მოხალულ და გამომშრალ კატეგორიებად ჰყოფენ. მოხალულს ღია მწვანე ფერი აქვს, ხასიათდება ღრმა არომატით და სავსე გემოთი, გამომშრალი კი მუქ მწვანე ფერზე დგება, გემო კი უფრო ნაზი აქვს.


თეთრი ჩაი

რა არის თეთრი ჩაი?

თეთრი ჩაი არის კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლები რომელთა გადამუშავებაც ხდება თავისებური მეთოდით.

ის ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი არსებული ოთხი ჩაის ტიპთაგან (თეთრი, მწვანე, წითელი და შავი). თეთრი ჩაი თითქმის არ გადის დამუშავების პროცესს და ამის გამო გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. ის აგრეთვე შეიცავს კოფეინის ყველაზე ნაკლებ და ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალ რაოდენობას.

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?

ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.

მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის  ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

თეთრი ჩაის გადამუშავება

თეთრი ჩაი წარმოადგენს მსუბუქად დახვეულ ნედლ ზედა ფოთლებს, რომლებიც საერთოდ არ  გადიან დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

დაჟანგვის პროცესის შეჩერების მიზნით, თეთრი ჩაის მთლიანი ფოთლების (ყოველგვარი დამსხვრევის ან დამტვრევის გარეშე) ღუმელში გამოშრობა ხდება მათი ჰაერზე გაშრობისთანავე.

გამომშრალ ფოთლებს ვერცხლისფერი დაკრავს რადგანაც მათ  შენარჩუნებული აქვთ ახალგაზრდა ფოთლისთვის დამახასიათებელი თეთრი ბუსუსები. სწორედ ამიტომაა რომ ყველაზე პოპულარულ თეთრ ჩაის ვერცხლისფერი ნემსები  ეწოდება.
პაი მუ ტანი
70-75 წთ.18°C3-4 გრ.
 თეთრი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან. ჩაის ყლორტი და ფოთოლი მსუბუქადაა დახვეული. ნაყენი გამოირჩევა გამჭირვალე ფერით და არომატული გემოთი.
წყარო: teamania.ge

No comments:

Post a Comment