ჩაის დაყენების წესი


ჩაის დაყენების მეთოდი

მსოფლიოში ჩაის დამზადების მრავალი მეთოდი არსებობს. ყველა ერს საკუთარი ადათ-წესები, ტრადიციები და რიტუალები გააჩნია. ჩაის დაყენება შემოქმედებითი პროცესია და ამიტომაც, “საყვარელი ნაყენის” გემო დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც მას ამზადებს.

ჩაის დაყენების კლასიკური მეთოდი

ჩვენ გთავაზობთ ჩაის დაყენების კლასიკურ მეთოდს, რომელიც გასათვალისწინებელია საუკეთესო ხარისხის ნაყენის დასამზადებლად.

1. თბილ და მშრალ ჩაიდანში (ან სხვა ჭურჭელში) ჩაის შესაბამისი პორციის მოთავსება. სხვადასხვა ჩაის ტიპისთვის ნორმები განსხვავებულია:
    შავი ჩაისთვის – ერთი სავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე
    მწვანე ჩაისთვის – ერთი არასავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე

რამოდენიმე პორციის ერთდროულად დამზადების შემთხვევაში, ჩვეულებრივ ნორმას უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი ჩაიდანზე. თუ იყენებთ ფოთლისებრ ჩაის საჭიროა სავსე ჩაის კოვზი, ხოლო ნატეხი ჩაის შემთხვევაში არასავსე. 

2. მშრალ ჩაის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი, ჭურჭლის ზედა კიდიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრით ქვევით.

3. სხვადასხვა ტიპის ჩაის დასამზადებლად გამოიყენება განსხვავებული ტემპერატურის წყალი:
    მწვანე ჩაისთვის გამოიყენება ადუღებული წყალი, რომელიც დუღილის 1 სტადიაზეა. Aანუ, როდესაც წყალი იწყებს დუღილს.
განსაკუთრებული მწვანე და თეთრი ჩაი უმჯობესია დამზადდეს უფრო ნაკლები ტემპერატურის წყლისგან (50-70C).
ულუნის ტიპი უნდა დამზადდეს 80-90C წყლით, ხოლო შავი ჩაი 95C.

4.  დაახურეთ თავი ჩაიდანს და გადააფარეთ ტილოს ხელსახოცი, ისე რომ იგი ფარავდეს ჩაიდანის ცხვირის ნახვრეტს და თავსახურთან არსებულ ნაპრალებს. Aამგვარად, არომატიზირებული ზეთები, რომლებიც წარმოადგენენ სასმელის არომატის წყაროს შენარჩუნდება.

5.  ჩაის დამზადებისთვის საჭირო დრო:
    შავი ჩაი - 4-6 წთ.
    მწვანე და თეთრი - 3-7 წთ.
    ულუნი - 5-6 წთ.
    ჩაი დანამატებით - 3 წთ.
    როიბუში და ბალახისებრი ნარევები - 4-6 წთ.

6. ჩაი უნდა დამზადდეს საჭირო კონცენტრაციით და ჭიქებში დასხმისას არ უნდა გაზავდეს წყლით. მხოლოდ ასე ხდება სასმელის სრული გემოსი და არომატის შენარჩუნება.

7. და ბოლოს კიდევ ერთი რეკომენდაცია - ჩაი უნდა დაილიოს დამზადებისთანავე (15 წუთის განმავლობაში), სანამ გაცივდება.


ისიამოვნეთ ჩაით!
წყარო:teamania.ge

No comments:

Post a Comment