ჩაი და მისი ადგილი საქართველოში
საქართველოში მე-20 საუკუნეში, ჩაის კულტურის ფართოდ განვითარების შედეგად, იგი ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების პროდუქტი გახდა. ნორმით ერთ სულზე 1 კგ-ს მოხმარებაა გათვალისწინებული. თუმცა, ფაქტობრივი მაჩვენებელი ამჟამად 0,3 კგ-ს არ აღემატება, მისი წილი სასურსათო მოხმარებაში 1-2%-ს შეადგენს.
საქართველოში ჩაი 1847 წელს შემოიტანეს და პროდუქცია პირველად კუსტარულად 1864 წელს დაამზადა მ. ერისთავმა.
პირველი სამრეწველო პლანტაცია 1885 წელს ჩაქვში გააშენა სოლოვცევმა. 1921 წლამდე ჩაის ფართობი საქართველოში ათასამდე ჰექტარს, მოსავალი 550 ტონას აღწევდა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, 20-ე საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე საქართველო, როგორც სუბტროპიკული და სამხრეთული კულტურების პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, განსაკუთრებულ პირობებში აღმოჩნდა. პირველყოვლისა ეს ითქმის მეჩაიეობის მისამართით. 1921-დან 1928 წლამდე, ათას ჰექტრამდე ახალი პლანტაცია გაშენდა, ხოლო 1928 წლიდან, დაჩქარებულ კოლექტივიზაციას თან ახლდა ყოველწლიურად 3-5 ათასი ჰა ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება. 1941 წლისთვის, საქართველოში, ჩაის ფართობმა 51,5 ათას ჰექტარს მიაღწია. 1950-იანი წლებიდან გრძელდება ჩაის პლანტაციების გაშენება და 1956 წლისათვის მისი მთლიანი ფართობი 66,2 ათ. ჰექტარს აღწევს. ამის შემდეგ, პლანტაციების გაშენება-ჩამოწერა პარალელურად ხდება და 1990 წლისათვის დასახული 81 ათასის (2000წ-90 ათასი) ჰექტრის ნაცვლად, იგი 1956 წლის დონეზე დარჩა.
მეჩაიეობა შრომატევადი დარგია. 1950 წლიდან 1965 წლამდე, ჩაის ხარისხოვანი ფოთლის წარმოება 84-ათასიდან 186 ათას ტონამდე გაიზარდა. მოსავლის დროული აღებისთვის კრეფა არ წყდებოდა წვიმიან ამინდშიც კი. გარდა ძირითადი მუშახელისა, გამოიყენებოდა მოსწავლეების, სტუდენტების, საწარმოო-დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომა. შემდეგ დაინერგა მობილური მანქანები, ხელის აპარატები, მექანიკური საშუალებები (მაკრატელი, ნამგალი, დანა და სხვა.), რამაც შეამცირა არაძირითად მუშახელზე მოთხოვნა, მაგრამ დაეცა ჩაის ხარისხი.
წინააღმდეგობრივი განვითარების მიუხედავად, მეჩაიეობა მე-20 საუკუნეში საქართველოს სტრატეგიული დარგი იყო. მისი წილი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მეურნეობების მთლიან პროდუქციაში 70-90% აღწევდა.
90-იანი წლებიდან, მეჩაიეობა საქართველოში სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდა. აუცილებელი იყო დარგის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზე ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინათ პლანტაციების იჯარითა და კერძო საკუთრებაში გადაცემა, გასათვალისწინებელი იყო მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები (1996 წ.). ეს არ გაკეთდა, ამიტომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 17 მილიონი ლარის დახმარება და 2005 წელს ჩატარებული ჩაის ინვენტარიზაცია (სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის ინსტიტუტის მიერ) უშედეგო იყო.
წყარო: gurianews.ge
The Casino, Near Me - Mapyro
ReplyDeleteSearch 상주 출장샵 for Casino, 의정부 출장샵 near 동두천 출장안마 me on Mapyro. casino, near me and the 안양 출장샵 casino near me. 대딸 야동 Near me. Hotel Casino & Spa Hotel.