Sunday, December 9, 2012


ჩაი სილამაზის სამსახურში
დაბინძურებული ატმოსფერო, ქარი, სიცივე, წვიმა, მზის სხივები, ოფისებში კონდიციონერები და ბევრი სხვა მავნე ფაქტორი მოქმედებს სახის კანზე, ამიტომაც
საჭიროებს მუდმივად მოვლას. კანს საუცხოოდ ატენიანებს და წმენდს ჩაის კოსმეტიკა. ვისაც ცხიმიანი, ფორებიანი, მოშვებული, გაღიზიანებული და მუწუკებიანი სახის კანი აქვს, ლოსიონს უნდა დაამატოს მაგარი მწვანე ჩაი (1/4 ჩაი და 3/4 ლოსიონი), რომელიც შეიცავს ბევრ მთრიმლავ, მადეზინფიცირებელ ნივთიერებას.
ხოლო, დილით სახის მწვანე ჩაის ყინულით გაწმენდა კანს აახალგაზრდავებს და ამკვრივებს, გარდა ამისა, ასტიმულირებს ძარღვებში სისხლის მიმოქცევას. მოქმედების გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ/კ მარილი ან 1 ჩ/კ ნატურალური ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი.
ჩაიში ბევრი ვიტამინია, განსაკუთრებით ბევრია – P, C და B ჯგუფის. ამიტომაც კოსმეტოლოგები გვირჩევენ, თმაზე გადაივლოთ ნატურალური, ოჯახში მომზადებული "ბალზამი" – ჩაი.
მუქი ფერის ცხიმიან თმაზე თუ გადაივლებთ თბილ, მაგარ შავ ჩაის, შეამცირებს თმისა და თავის ცხიმიანობას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რითაც ხელს უწყობს თმის ზრდას.
ჩაის წყალობით თმა ხდება აბრეშუმისებრი, ქრება თავის კანზე ანთებითი და ალერგიული პროცესები. დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, კვებავს თმას ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
თვალების შეშუპებას, სიწითლეს, დაღლილობას (მით უმეტეს, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის შემდეგ) შველის, თუ ყოველდღე, ძილის წინ თვალებზე დაიფენთ მაგარ მწვანე ჩაიში დასველებულ საფენებს. შეიძლება მდუღარე წყალი დაასხათ 2 ჩაის პაკეტს, გააჩერეთ 2-3 წუთი, გაწურეთ და თბილი (არა ცხელი) დაიდეთ თვალებზე.
გთავაზობთ ჩაის რეცეპტებს:
  • თუ სახის კანი მუდმივად გაწითლებულია და კაპილარები ჩანს, სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიფინეთ მაგარ ჩაიში დასველებული, კარგად გაწურული საფენები. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთი.
  • ცხიმიანი კანისთვის: 1/2 ჩ/ჭ მაგარ მწვანე ჩაის დაამატეთ 3 ნაჭერი ლიმონი, დაახურეთ თავზე და 30-40 წუთის შემდეგ გადაწურეთ, გაფილტრეთ, ჩაის დაამატეთ 2 ს/კ არაყი და ამ ლოსიონით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
  • აბაზანისთვის: 4 ჩ/კ შავ ჩაის დაასხით 0,5 ლ მდუღარე, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში. ამ აბაზანების შემდეგ თქვენი კანი მიიღებს ოქროსფერს.
წყარო: janmrtelobainfo.ge

ფაქტები ჩაის შესახებ

მცირე ისტორია ჩაის შესახებ,ჩაის სამშობლო ჩინეთია,ჩაი ცნობილი იყო ჩინეთში 220-280 წლებში,1768 წელს ჩინეთიდან ჩამოტანილი იქნა ევროპაში ცოცხალი ჩაის ნერგები,
ნერგები მეცნიერ კარლ ლინენიუმს ჩამოუტანეს რომელმაც ჩაის დაარქვა thea sineusis (ჩაი ჩინეთიდან).
ეხლა კი ყველაზე საინტერესო ჩაის სასარგებლო თვისებები :
1) ჩაი ლიმონით ძალიან კარგია გაციების დროს,ასევე კარგად ათბობს.
2)ჩაი ჩეიცავს დიდ რაოდენობას ანტი ოქსიდანტებისა რომლებიც ორგანიზმის დაბერებას ხელს უშლიან,ეხმარებიან ორგანიზმს ებრძოლოს ინფექციებს,ასევე იცავენ ორგანიზმს კიბოსგან.
(თუ ჩაიში ლიმონს ჩავასხამთ ჩაი დაკარგავს ანტი ოქსიდანტებს მაგრამ სამაგიეროდ ჩაი გამდირდება C ვიტამინით)
3)ჩაი ატონიზირებს და აფხიზლებს,ეს ჩაიში შემავალი კოფეინის დამსახურებაა.
4)ჩაი არეგულირებს წნევას,ესეც კოფეინის დამსახურებაა.
5)ჩაი ამაგრებს სისხლ ძარღვების კედლებს P ვიტამინის შემცველობის გამო.
6)ჩაი ანთავისუფლებს თავის ტკივილისგან და ხსნის სტრეს,ისევ და ისევ კოფეინის დახმარებით.
7)ჩაი ავარჯიშებს ფილტვებს,ჩაის სმის დროს ჩვენ ღრმად ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ რაც ფილტვებს ავარჯიშებს ამის გარდა ამ დროს ტვინს უფრო მეტი ჰაერი მიეწოდება რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
8)მწვანე ჩაი გვეხმარება ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებაში,მწვანე ჩაი მდიდარია “კატეხინამით” რომელიც ცხიმებს ანადგურებენ.

 
წყარო: ucnauri.com



მწვანე ჩაი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, იგი ძალზე სასიამოვნო ფერით, ღია მწვანეთი ხასიათდება და კოფეინისა და Р დაС ვიტამინების შემცველობის გამო მისი მატონიზირებელი მოქმედება ორგანიზმზე ძალზე განსხვავდება იმ ეფექტისგან, რომელსაც ყავა და ალკოჰოლური სასმელები იწვევენ. ალკოჰოლი ხომ ძალიან აღაგზნებს ნერვულ სისტემას და შემდეგ მის დათრგუნვას იწვევს, მწვანე ჩაი კი შემდგომი დათრგუნვის გარეშე გვამხნევებს, ზომიერად.
როგორც წესი, ტანინების შემცველობა მწვანე ჩაიში გაცილებით მეტია, ვიდრე შავ ჩაიში, რადგანაც ეს მთრიმლავი ნივთიერებები თითქმის არ გადიან დაჟანგვის პროცესს, მაშინ, როცა, შავ ბაიხის ჩაიში ტანინების 40-50% დაჟანგულია. და კიდევ: მაღალი ხარისხის ჩაიში ტანინები მეტია, ვიდრე დაბალში.
მწვანე ჩაის საწარმოო ნედლეული 2-3 ფოთლიანი ახალგაზრდა ყლორტებია (დუყები), თუმცა შავი ჩაისგან განსხვავებით, მწვანეში მინიმუმამდეა დაყვანილი ფერმენტაცია და ჩაის “გამოყვანა”. მწვანე ჩაის შემთხვევაში ყველანაირად ცდილობენ თავიდან აიცილონ დაჟანგვის პროცესები. ტექნოლოგიის ძირითადი შემადგენელი ეტაპებია - ფიქსაცია, დახვევა, გამოშრობა ან მოხალვა, რითაც მაქსიმალურად ინარჩუნებენ ქორფა ყლორტების ბუნებრივ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მასში კატეხინებისა და ვიტამინების (რომელიც 5-6-ჯერ მეტია, ვიდრე შავ ჩაიში) თითქმის სრული მოცულობა ნარჩუნდება, ხოლო ტანინები ბიოლოგიური თვალსაზრისით შავზე უფრო აქტიურები არიან, რადგან დაუჟანგავი ფორმით არსებობენ.
ფიქსაციის (ორთქლში გატარების) დროს ფერმენტების ინაქტივაცია ხდება, ანუ სიქორფის სურნელი ქრება, ფოთოლი მოქნილი ხდება და ადვილად იხვევა. ორთქლში გატარება 95 - 100°С-ზე ხდება (2-3 წუთის განმავლობაში) სპეციალურ საორთქლ აპარატებში ან საფიქსაციო აგრეგატებში. თუკი პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ფოთოლი დაკარგავს მწვანე ფერს და ტკბილ არომატს. პროცესის ნაადრევი შეწყვეტის შემდეგ კი ჩაი მწარე გამოდის, მიწისფერით.
როგორც კი ფოთლები დარბილდება, მას გარკვეული დროის მანძილზე ჰაერზე აშრობენ და შემდეგ სპეციალური დანადგარის მეშვეობით ახვევენ. მწვანე ჩაის დამუშავების საბოლოო ეტაპია გამოშრობა (გამოშრობისას ჩაის არ ურევენ) ან მოხალვა (რომლის დროსაც ჩაის განუწყვეტლივ ურევენ). გამომშრალ ან მოხალულ ჩაის ფოთლებში 4%-ზე მეტი ტენი არ უნდა დარჩეს. ამ ფაზაზე ხდება ჩაის ფერის, არომატისა და სასარგებლო ნივთიერებების სტაბილიზება. ტექნოლოგიის მიხედვით, ჩაის მოხალულ და გამომშრალ კატეგორიებად ჰყოფენ. მოხალულს ღია მწვანე ფერი აქვს, ხასიათდება ღრმა არომატით და სავსე გემოთი, გამომშრალი კი მუქ მწვანე ფერზე დგება, გემო კი უფრო ნაზი აქვს. 
წყარო: vinoge.com

ჩაი და მისი ადგილი საქართველოში


ჩაის კულტურის სამშობლო ჩინეთია. იგი ცნობილია მე-4 საუკუნიდან (სხვა წყაროებით, ათასი წლით უფრო ადრე). იაპონიასა და კორეაში ჩაი მე-9 საუკუნეში გააშენეს. სხვა ქვეყნებში ფართოდ ვრცელდება მე-19 საუკუნიდან. ამ პერიოდიდან მისი მოხმარება განუხრელად იზრდებოდა. 1900 წლიდან დღემდე მსოფლიოს მოსახლეობა 4,2-ჯერ, ჩაის წარმოება-მოხმარება კი 11-ჯერ გაიზარდა და 4 მლნ ტონას აღწევს. ერთ სულ მოსახლეზე წლიურად ჩაის მოხმარება მსოფლიოში საშუალოდ 550 გრამს, ზოგიერთ ქვეყნებში 3-4 კგ-ს შეადგენს.

საქართველოში მე-20 საუკუნეში, ჩაის კულტურის ფართოდ განვითარების შედეგად, იგი ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების პროდუქტი გახდა. ნორმით ერთ სულზე 1 კგ-ს მოხმარებაა გათვალისწინებული. თუმცა, ფაქტობრივი მაჩვენებელი ამჟამად 0,3 კგ-ს არ აღემატება, მისი წილი სასურსათო მოხმარებაში 1-2%-ს შეადგენს.

საქართველოში ჩაი 1847 წელს შემოიტანეს და პროდუქცია პირველად კუსტარულად 1864 წელს დაამზადა მ. ერისთავმა.

პირველი სამრეწველო პლანტაცია 1885 წელს ჩაქვში გააშენა სოლოვცევმა. 1921 წლამდე ჩაის ფართობი საქართველოში ათასამდე ჰექტარს, მოსავალი 550 ტონას აღწევდა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, 20-ე საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე საქართველო, როგორც სუბტროპიკული და სამხრეთული კულტურების პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, განსაკუთრებულ პირობებში აღმოჩნდა. პირველყოვლისა ეს ითქმის მეჩაიეობის მისამართით. 1921-დან 1928 წლამდე, ათას ჰექტრამდე ახალი პლანტაცია გაშენდა, ხოლო 1928 წლიდან, დაჩქარებულ კოლექტივიზაციას თან ახლდა ყოველწლიურად 3-5 ათასი ჰა ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება. 1941 წლისთვის, საქართველოში, ჩაის ფართობმა 51,5 ათას ჰექტარს მიაღწია. 1950-იანი წლებიდან გრძელდება ჩაის პლანტაციების გაშენება და 1956 წლისათვის მისი მთლიანი ფართობი 66,2 ათ. ჰექტარს აღწევს. ამის შემდეგ, პლანტაციების გაშენება-ჩამოწერა პარალელურად ხდება და 1990 წლისათვის დასახული 81 ათასის (2000წ-90 ათასი) ჰექტრის ნაცვლად, იგი 1956 წლის დონეზე დარჩა.

მეჩაიეობა შრომატევადი დარგია. 1950 წლიდან 1965 წლამდე, ჩაის ხარისხოვანი ფოთლის წარმოება 84-ათასიდან 186 ათას ტონამდე გაიზარდა. მოსავლის დროული აღებისთვის კრეფა არ წყდებოდა წვიმიან ამინდშიც კი. გარდა ძირითადი მუშახელისა, გამოიყენებოდა მოსწავლეების, სტუდენტების, საწარმოო-დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომა. შემდეგ დაინერგა მობილური მანქანები, ხელის აპარატები, მექანიკური საშუალებები (მაკრატელი, ნამგალი, დანა და სხვა.), რამაც შეამცირა არაძირითად მუშახელზე მოთხოვნა, მაგრამ დაეცა ჩაის ხარისხი.

წინააღმდეგობრივი განვითარების მიუხედავად, მეჩაიეობა მე-20 საუკუნეში საქართველოს სტრატეგიული დარგი იყო. მისი წილი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მეურნეობების მთლიან პროდუქციაში 70-90% აღწევდა.

90-იანი წლებიდან, მეჩაიეობა საქართველოში სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდა. აუცილებელი იყო დარგის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზე ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინათ პლანტაციების იჯარითა და კერძო საკუთრებაში გადაცემა, გასათვალისწინებელი იყო მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები (1996 წ.). ეს არ გაკეთდა, ამიტომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 17 მილიონი ლარის დახმარება და 2005 წელს ჩატარებული ჩაის ინვენტარიზაცია (სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის ინსტიტუტის მიერ) უშედეგო იყო.
წყარო: gurianews.ge